გასაჭიმი ჭერები
May 14, 2018
სამუშაო სტანდარტების დაცვა
August 28, 2019

ბარისოლის (ფრანგული) ჭერის უპირატესობები

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ფრანგული გასაჭიმი ჭერის უპირატესობებს, სხვა ჭერებთან შედარებით:

1. დროის ეკონომია

სამონტაჟო სამუშაო მარტივი და სწრაფია, არ სჭირდება მოსამზადებელი სამუშაოები, ზედაპირის გასწორება, ოთახის ავეჯისგან დაცლა და ა.შ. არ ტოვებს სამშენებლო ნაგავს.

2.ესთეტიკური დიზაინი

გასაჭიმი ჭერი ქმნის იდეალურად სწორ ზედაპირს და ამავდროულად ფარავს ძირითადი ჭერის დეფექტებს, საკომუნიკაციო გაყვანილობებს, კაბელებს და სხვა.

3.საიმედოა და ხაგრძლივი გამოყენება

არ კარგავს სიმყარეს, ფაქტურას და ფერს მინიმუმ 50 წლის განმავლობაში.

4.უსაფრთხოა

ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება, არ გამოყოფს და შთანთქავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ჰიპოალერგიულია და პასუხობს ყველა საერთაშორისო ნორმას და სტანდარტს. ამავდროულად არის ცეცხლგამძლე.

5.დიზაინის მრავალფეროვნება

გასაჭიმი ჭერის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ოთახში – საძინებელში, აბაზანაში, სამზარეულოში თუ სასტუმრო ოთახში. მასალა ელასტიურია და გამოცდილ ხელოსანს შეუძლია ის ნებისმიერ ოთახს მოარგოს – ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ფერების და ფაქტურების არჩევანი ფართოა.

6.პრაქტიკულობა

მარტივია დასამონტაჟბლად და მოსახსნელად. მოხსნილი ჭერი ისევ შეიძლება დამონტაჟდეს იგივე ან სხვა სივრცეში და ამით მისი ხარისხი არ ზარალდება. შენობის დეფორმაციის შემთხვევაში ჭერის ზედაპირი უვნებელი რჩება

7.გამძლეობა

გასაჭიმი ჭერი მდგრადია ტენიანობის მიმართ. აქვს თერმოიზოლაციის და ხმის იზოლაციის ეფექტი. წყლის ჩამოშვების შემთხვევაში, გასაჭიმი ჭერი 100 ლიტრამდე წყალს უძლებს. არ იკრავს მტვერს.

ავტორი – Mediaweb